ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ავარიის შემდეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. გზაზე მომლოცველებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში სულ 60-მდე მგზავრი იმყოფებოდა. ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

By user23

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *