გვა­რი ადა­მი­ა­ნის მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო სა­ხე­ლია, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, მა­მი­დან შვილ­ზე გა­და­დის. ზოგ ქვე­ყა­ნა­ში გვა­რი დე­დი­დან გა­და­დის…

ქარ­თვე­ლე­ბის გვა­რი ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­თაა და­ყო­ფი­ლი. ისი­ნი სა­ხე­ლე­ბის­გან, მეტ­სა­ხე­ლე­ბის­გან ან წარ­მო­მავ­ლო­ბის­გან შე­იქ­მნა.

გვინ­და რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის ის­ტო­რი­ა­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბას შე­ვე­ხოთ, რო­მე­ლიც ია­კობ ახუ­აშ­ვი­ლის “ქარ­თუ­ლი გვარ­სა­ხე­ლე­ბის” მი­ხედ­ვით არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

აბა­ში­ძე – ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი გვარ­სა­ხე­ლია. ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ონს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი აქვს იმე­რე­თის წარ­ჩი­ნე­ბულ და შემ­ძლე­ბელ თა­ვად­თა შო­რის, რო­მე­ლებ­საც ქარ­თლშიც ჰქონ­დათ მა­მუ­ლე­ბი. სა­ფუძ­ვლად უდევს სა­ხე­ლი აბაშ, აბა­ში…

ბოტ­კო­ვე­ლი – გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი სა­და­უ­რო­ბის სი­ტყვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში. ბოტ­კო სო­ფე­ლია სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში; მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია თა­მარ მე­ფის 1202 წლის სი­გელ­ში ში­ომ­ღვი­მის მო­ნას­ტრის მი­და­მო­ებ­ში მდე­ბა­რე სოფ­ლად, სხალ­ტბის ახ­ლოს.

ჭავ­ჭა­ვა­ძე – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში (ყვა­რე­ლი, წი­ნან­და­ლი). წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო კა­ხეთ­ში. ცნო­ბი­ლია XIV სა­უ­კუ­ნი­დან, გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ხევ­სუ­რე­თი­დან წარ­მო­მავ­ლო­ბენ. სა­ფუძ­ვლად უდევს ფრინ­ვე­ლის სა­ხე­ლი ჭავ­ჭა­ვი, იგი­ვე ჭივ­ჭა­ვი.

გაგ­ნი­ძე –თბი­ლის­ში, რა­ჭა­ში, ხა­შურ­სა და თე­ლავ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­დი­ნა­რე­ობს მეტ­სა­ხე­ლი­დან გა­გა­ნა. გაგ­ნი­ძე­ე­ბი ქლუ­ხო­რი­დან 1957 წელს ასუ­რეთ­ში ჩა­მო­სახ­ლდნენ.

ახალ­კა­ცი ქა­რე­ლის, ბორ­ჯო­მი­სა და სხვა რა­ი­ო­ნებ­შია მე­ტად ცნო­ბი­ლი. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ყმა გა­მოჰ­ქ­ცე­ვია ბა­ტონს და სხვა სო­ფელ­ში შე­ხიზ­ნუ­ლა. გვარს ვერ ამ­ჟღავ­ნებ­და და თავს ახალ­კაცს უწო­დებ­და. სწო­რედ აქე­დან მო­დის გვა­რის სა­ხელ­წო­დე­ბა. ამა­ვე ძი­რი­საა გვა­რი ახალ­კა­ციშ­ვი­ლი, ახალ­მო­სუ­ლიშ­ვი­ლი და ახალ­შე­ნიშ­ვი­ლი.

გურ­გე­ნი­ძე – ამ­ბრო­ლა­უ­რი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის რი­ო­ნებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. გვა­რი ცნო­ბი­ლია XII სა­უ­კუ­ნი­დან, გვხვდე­ბა იჩ­ქით გურ­გე­ნი­ძე, წუნ­დის ეკ­ლე­სი­ის აღმშე­ნე­ბე­ლი. მომ­დი­ნე­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან

“გურგრნი”. ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბი­ლია გურ­გენ I კუ­რა­პა­ლა­ტი, გურ­გენ დიდი ერის­თავ­თე­რის­თა­ვი. ამა­ვე ძი­რი­საა გურ­გე­ნიშ­ვი­ლი.

დე­კა­ნო­ი­ძე – ნა­წარ­მო­ე­ბია ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურ­თა სა­ხელ­წო­დე­ბი­დან – დე­კა­ნო­ზი. დე­კა­ნო­ზი – ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის უფ­რო­სი მღვდე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნე­თის ზოგ კუ­თხე­ში ძვე­ლად – ხა­ტის მსა­ხუ­რი.

გე­ლაშ­ვი­ლი – იმე­რეთ­ში, ქარ­თლსა და კა­ხეთ­შია ფარ­თოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი… შედ­გე­ბა სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან – გელა. ამა­ვე ძი­რი­საა: გე­ლა­ვა, გე­ლა­ძე, გე­ლე­იშ­ვი­ლი, გელე­ხა­ვა, გე­ლი­კაშ­ვი­ლი… ბერ­ძნულ წყა­რო­ებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი სკვი­თუ­რი ტო­მის სა­ხელ­წო­დე­ბა გელა, გე­ლო­ნი, გე­ლო­ნოი, გე­ლო­ნო­სი ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის აზ­რით, ქარ­თვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფი, მათი მე­ზო­ბე­ლი ტომ­თა­გა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. გე­ლაშ­ვი­ლე­ბის ფუ­ძედ სო­ფე­ლი ნა­და­ბუ­რი ით­ვლე­ბა; გად­მო­ცე­მით გე­ლაშ­ვი­ლე­ბის სა­ლო­ცა­ვი ტა­ძა­რი გე­ლა­თი ყო­ფი­ლა.

დო­ლა­ბე­რი­ძე – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მაღ­ლაკ­ში (წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნი). შე­ი­ცავს რთუ­ლი შედ­გე­ნი­ლო­ბის სა­კუ­თარ სა­ხელს – დო­ლა­ბე­რი.

ედი­შე­რაშ­ვი­ლი – ხოვ­ლე­ში (კას­პის რა­ი­ო­ნი), ქა­რე­ლი­სა და გო­რის რა­ი­ო­ნებ­შია საკ­მა­ოდ ფარ­თოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან – ედი­შე­რა. “ედი­შე­რაშ­ვილ­ნი არი­ან ედი­სიდ­გან მო­სულ­ნი ხე­ო­ბა­სა შინა ძვე­ლად­ვე აზ­ნა­ურ­ნი”. და­ვით ედი­შე­რაშ­ვი­ლი (1935წ.) ზე­სი­ძედ ჩა­სახ­ლდა მუ­ხათ­ში არ­ტემ მუ­რა­დაშ­ვილ­თან. გად­მო­ვი­და გო­მა­რე­თი­დან (დმა­ნი­სის რა­ი­ო­ნი).

ზა­რი­ძე – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ფშავ­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მეტ­სა­ხელ­თან “ზარი”. ზარი, სამ­გლო­ვი­ა­რო გუნ­დუ­რი სიმ­ღე­რა – ტი­რი­ლი. ზა­რი­ძე­ე­ბი სო­ფე­ლია თი­ა­ნე­თის რა­ი­ონ­ში. ამა­ვე ძი­რი­საა: ზა­რია, ზა­რი­აშ­ვი­ლი.

გი­გა­უ­რი ხევ­სუ­რუ­ლი სა­თე­მო გვა­რია. ფუ­ძე­ში შე­ი­ცავს წი­ნაპ­რის სა­კუ­თარ სა­ხელს “გიგა”, “გიგი”, “გიგო”. ეს ეპო­ნი­მუ­რი ტი­პის გვარ­სა­ხე­ლია. გვა­რი სა­თა­ვეს იღებს ბუდე ხევ­სუ­რე­თის, წყალ­სი­ქი­თის თე­მის სო­ფელ ბლო­დან.

თა­ბა­გა­რი – ძი­რი­თა­დად თერ­ჯო­ლის რა­ი­ონ­შია მა­სობ­რი­ვად ცნო­ბი­ლი. გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი სა­და­უ­რო­ბის სი­ტყვაა. თა­ბაგ­რე­ბი სო­ფე­ლია ჭი­ა­თუ­რა­ში. სწო­რედ აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ეს გვა­რი.

ახვლე­დი­ა­ნი ცა­გე­რის, წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი… სვა­ნუ­რი ძირი აქვს. სა­ვა­რა­უ­დოა, სა­ფუძ­ვლად ედოს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი ახ­ვილდ (ახა­ვილდ), სა­დაც ილდ სვა­ნუ­რი კნი­ნო­ბი­თო­ბის მა­წარ­მო­ე­ბე­ლი ფორ­მაა და ერ­თვის სა­კუ­თარ სა­ხელს ახავ-ს (შე­და­რე­ბი­თი გვა­რე­ბია: ახა­ვი­ტაშ­ვი­ლი, ახოშ­ვი­ლი, ახა­ბი­ძე).

თავ­დგი­რი­ძე – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გუ­რი­ა­სა და აჭა­რა­ში. ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ონს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი აქვს მთა­ვარ­თა შო­რის, უწარ­ჩი­ნე­ბუ­ლეს და შემ­ძლე­ბელ­თა შო­რის. გუ­რი­ა­ში გა­და­სულ­ნი არი­ან სამ­ცხი­დან. ძვე­ლი ფორ­მაა თად­გი­რი­ძე. შე­ი­ცავს სა­კუ­თარ სა­ხელს თავ­დგი­რი.

გუ­რა­მიშ­ვი­ლი ქარ­თლის სა­თა­ვა­დო საგ­ვა­რე­უ­ლოს, ზედ­გი­ნი­ძე­თა ერთ-ერთ შტოს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნი იხ­სე­ნი­ებს წარ­ჩი­ნე­ბულ მთა­ვარ­თა შო­რის და მი­უ­თი­თებს მის კა­ხე­თი­დან წარ­მო­შო­ბას. სა­გუ­რა­მო გუ­რა­მიშ­ვილ­თა სამ­კვიდ­რო იყო; შე­ი­ცავს სა­კუ­თარ სა­ხელს გუ­რა­მი, ძვე­ლი სა­ხით იგი­ვე გუ­ა­რამ: გუ­რამ კუ­რა­პა­ლა­ტი, გუ­ა­რამ მამ­ფა­ლი, გუ­ა­რამ ერის­თა­ვი.

თა­მა­ზაშ­ვი­ლი – წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში. მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან – თა­მა­ზი. ხაშ­მე­ლი თა­მა­ზაშ­ვი­ლე­ბი, გად­მო­ცე­მით, რა­ჭი­დან არი­ან გად­მო­სუ­ლე­ბი. მათი ად­რინ­დე­ლი გვა­რი ლაშ­ხი ყო­ფი­ლა. შემ­დეგ მა­მის სა­ხე­ლი უქ­ცე­ვი­ათ გვა­რად.

სა­ა­კა­ძე – ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბით, ეს გვა­რი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა ატე­ნის ხე­ო­ბა­ში. XVI სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან კი სა­ა­კა­ძე­ე­ბი ნოს­ტე­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლან (კას­პის რა­ი­ო­ნი). გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის შემ­დეგ მათი შთა­მო­მა­ვალ­ნი თარ­ხან-მო­უ­რა­ვე­ბად იწო­დე­ბოდ­ნენ. დღეს კი თარ­ხნიშ­ვი­ლე­ბად არი­ან ცნო­ბილ­ნი.

ინა­სა­რი­ძე – წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო რა­ჭა­ში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ას­პინ­ძის, ამ­ბრო­ლა­უ­რი­სა და ონის რა­ი­ონ­ში.

დვა­ლი – ცნო­ბი­ლია ქუ­თა­ის­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­სა და თბი­ლის­ში. გახ­ლავთ იბე­რი­ულ-კავ­კა­სი­უ­რი ტომი ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ან­ტი­კურ წყა­რო­ებ­ში პირ­ვე­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი არი­ან ახა­ლი წ.აღ. I-II სს-ში თა­ლის, ვა­ლის, უვა­ლის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბით, სახ­ლო­ბენ ცენ­ტრა­ლუ­რი კავ­კა­სი­ო­ნის მა­ღალმთი­ან ზოლ­ში – და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­სა და მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხილს შო­რის, ის­ტო­რი­ულ დვა­ლეთ­ში. ცნო­ბი­ლია, რომ დვა­ლე­ბი ქარ­თვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბი იყ­ვნენ, ასუ­რეთ­ში 1941 წელს ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კა­ჩა­ე­თი­დან გად­მო­ვიდ­ნენ.

იშხნე­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თერ­ჯო­ლის რა­ი­ონ­ში. თერ­ჯო­ლა­ში არის იშხნე­ლე­ბის უბა­ნი; გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი სა­და­უ­რო­ბის სი­ტყვაა; იშ­ხა­ნი სოფ­ლი­სა და მო­ნას­ტრის სა­ხელ­წო­დე­ბაა ძველ ტაო-კლარ­ჯეთ­ში. ამა­ვე ძი­რი­საა: იშ­ხა­ნაშ­ვი­ლი (მუხ­რა­ნი), იშხნე­ლი­ძე (აჭა­რა).

კან­დე­ლა­კი – ფარ­თოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი იმე­რეთ­სა და რა­ჭა­ში. მომ­დი­ნა­რე­ობს სა­სუ­ლი­ე­რო ტერ­მი­ნი­დან – “მე­სან­თლე”, “მნა­თე” (ბერძ). ამა­ვე ძი­რი­საა გვა­რი კან­დე­ლა­კიშ­ვი­ლი. სა­ჯა­ვა­ხოს კან­დე­ლა­კე­ბი ადრე ქო­რი­ძე­ე­ბი ყო­ფი­ლან, სამ­ტრე­დი­ი­სა კი – ნი­კუ­რა­ძე­ე­ბი.

თა­ყა­იშ­ვი­ლი – მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან თაყა. ეს სი­ტყვა შე­მო­ნა­ხუ­ლია ან­და­ზა­ში: “ეგრე არ უნდა თა­ყაო, შენ რომ მა­მუ­ლი გა­ყაო”. ამა­ვე ძი­რი­საა: თა­ყა­ძე (ჯა­ვა­ხეთ­ში); თა­ყა­იშ­ვი­ლი, თაყ­ნი­აშ­ვი­ლი (დმა­ნი­სის რა­ი­ო­ნი).

კიკ­ნა­ძე – წი­ნაპ­რის სა­კუ­თარ სა­ხელს – “კიკ­ნას” უკავ­შირ­დე­ბა. წარ­მო­შო­ბი­ლია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. გვა­რის ბუ­დეა ზემო იმე­რე­თი. სო­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბით აზ­ნა­უ­რუ­ლი გვა­რია. პირ­ვე­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია XVI სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს. დო­მენ­ტი კა­თა­ლი­კო­სის დროს, 1598-1600 წლებ­ში კიკ­ნა­ძის გვა­რი გვხვდე­ბა შე­წი­რუ­ლო­ბის სი­გელ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში უკვე შიდა ქარ­თლშია გად­მო­სუ­ლი. რა­ო­დე­ნო­ბით კიკ­ნა­ძის გვა­რი ახლა 5500-ს აჭარ­ბებს. 700-ზე მეტი ცხოვ­რობს ხა­შურ­ში, 600-ზე მეტი – ხა­რა­გა­ულ­ში, 200-ზე მეტი – რუს­თავ­ში, 200 – ბორ­ჯომ­ში, 100-ზე მეტი – ყვა­რელ­ში, თბი­ლის­ში კი 2000-ზე მეტი კიკ­ნა­ძეა.

თაქთა­ქიშ­ვი­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ქარ­თლში და ძვე­ლი ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო ყო­ფი­ლა სამ­ცხე­ში. სამ­ცხი­დან ჩა­მო­სუ­ლან და და­სახ­ლე­ბუ­ლან ქარ­თლში. ამა­ვე ძი­რი­საა თაქთა­ქი­ძე.

ლა­ბა­ძე – წარ­მო­იშ­ვა სა­ხე­ლი­დან “ლაბა” ეს გვა­რი იმე­რუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და წარ­მოდ­გე­ნი­ლია ძი­რი­თა­დად იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში. ლა­ბა­ძე­ე­ბის ფუძე მომ­დი­ნა­რე­ობს ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზემო ბოს­ლე­ვი­დან. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ ზემო ბოს­ლევ­ში ცხოვ­რობ­დნენ ლა­ბა­ძე­ე­ბი, რო­მელ­თა­გან ნა­წი­ლი გა­და­სახ­ლდა ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნი­გო­ზეთ­ში, მე­ო­რე ნა­წი­ლი ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შრო­შა­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, ლა­ბა­ძე­ე­ბის ნა­წი­ლი დარ­ჩა სო­ფელ ზემო ბოს­ლევ­შიც. აქე­დან კი მოხ­და მათი შემ­დგო­მი გა­და­სახ­ლე­ბა ლა­გო­დეხ­ში, ხა­შურ­სა და ახალ­ცი­ხე­ში.

მა­ხა­რაშ­ვი­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გო­რის, მცხე­თის, სიღ­ნა­ღი­სა და სხვა რა­ი­ო­ნებ­ში. ამ გვა­რის ძი­რია “მა­ხა­რა”, “მა­ხა­რე”, რაც დიდ სი­ხა­რულ­სა და აღ­ტა­ცე­ბას გა­მო­ხა­ტავს. ამა­ვე ძი­რი­საა გვა­რე­ბი: მა­ხა­რა­ძე, მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი, მა­ხა­რობ­ლი­ძე.

მე­რა­ბიშ­ვი­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ადი­გე­ნის რა­ი­ონ­ში (უდე), კას­პის რი­ონ­ში (კავ­თის­ხე­ვი)… და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­კუ­თარ სა­ხელ­თან მე­რა­ბი. მე­რაბ სპარ­სუ­ლად “მზე­სა­ვით ელ­ვა­რეს” ნიშ­ნავს… გად­მო­ცე­მით, უდე­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის წი­ნა­პარ­თა გვა­რი ხურ­ცი­ძე ყო­ფი­ლა.

ონოფ­რიშ­ვი­ლი – წარ­მოდ­გე­ნი­ლია კას­პის რა­ი­ონ­ში (კავ­თის­ხე­ვი). და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­კუ­თარ სა­ხელ­თან ონოფ­რე. გად­მო­ცე­მით, ონოფ­რიშ­ვილ­თა გვა­რი მო­სი­ძე ყო­ფი­ლა, ჯა­ვა­ხე­თი­დან გად­მო­სუ­ლან ქარ­თლში.

მხე­ი­ძე – ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო იმე­რეთ­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში. ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში XI სა­უ­კუ­ნი­დან გვხვდე­ბა. პირ­ვე­ლად არ­გვე­თის მფლო­ბელ­ნი ყო­ფი­ლან, შემ­დეგ თრი­ა­ლეთ­სა და ალ­გე­თის ხე­ო­ბის ნა­წილ­საც დაჰ­პატ­რო­ნე­ბი­ან. ბაღ­ვა­ში, ლი­პარ­ტი­ა­ნი და მხე­ი­ძე სა­ერ­თო წარ­მო­მავ­ლო­ბის უნდა იყოს… ამა­ვე ძი­რი­საა: მხე­ცა­ძე, ხე­ცია, ფხე­ი­ძე.

კა­ცია – მეგ­რუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის გვა­რია. ფიქ­სირ­დე­ბა ზუგ­დიდ­ში, ჩხო­რო­წყუ­სა და წა­ლენ­ჯი­ხა­ში. კა­ცია ქარ­თულ სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­დარ­ში მიჩ­ნე­უ­ლია ადამ-ის შე­სა­ტყვი­სად.

ქავ­თა­რა­ძე – ქავ­თა­რა­ძე­ე­ბის გვა­რი მომ­დი­ნა­რე­ობს მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლი­დან – ქავ­თა­რა. ეს სა­ხე­ლი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო და არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. XVIII ს-ში ქავ­თა­რა­ძე­ე­ბი მო­სახ­ლე­ობ­დნენ სოფ­ლებ­ში: ძმი­ანთკარ­ში, ჩა­დის­ცი­ხე­ში და ბა­ტა­ტი­ანთკარ­ში. დღე­საც ქავ­თა­რა­ძე­ე­ბი მთი­უ­ლეთ­ში ერთ-ერთი დიდი გვა­რია.

ოდიშ­ვი­ლი – ოდიშ­ვი­ლე­ბის ად­რინ­დე­ლი გვა­რი ცე­ცხლა­ძე გახ­ლავთ. თა­ვი­დან ცე­ცხლა­ძე­ებს მე­ჯუ­დის ხე­ო­ბის სო­ფელ არ­დის­ში უცხოვ­რი­ათ. ყო­ფი­ლა სამი ძმა: ბედო, ოდი და მელა, რო­მელ­თაც ნამ­დვი­ლი გვა­რი ცე­ცხლა­ძე გა­და­უ­კე­თე­ბი­ათ სამ გვა­რად: ოდიშ­ვი­ლად, ბე­დოშ­ვი­ლად და მე­ლა­ძედ.

სა­დუ­ნიშ­ვი­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­ჩხე­რის რა­ი­ონ­ში. “სა­დუ­ნი” ნიშ­ნავს სხვა ენის მცოდ­ნე ადა­მი­ანს.

სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი – მისი ძვე­ლი გვა­რი ჯო­ხა­ძე ყო­ფი­ლა. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ერთ-ერთ ყმას – ჯო­ხა­ძეს ბა­ტო­ნის ნე­ბის გა­რე­შე ცოლი შე­ურ­თავს. ბა­ტო­ნი მას­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლა და მის­თვის სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი შე­ურ­ქმე­ვია.

ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი – ეს გვა­რი ეროვ­ნე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი სი­ტყვაა, ქარ­თვე­ლი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, უდ­რის “ქარ­თვე­ლის შვილს”.

ყაზ­ბე­გი – შედ­გე­ბა ორი სი­ტყვის­გან – “ყაზი”-სა­გან (სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი) და “ბეგი”-სა­გან (თურ­ქუ­ლი სი­ტყვაა და ნიშ­ნავს ბა­ტონს, ხე­ლი­სუ­ფალს). ყაზ­ბე­გე­ბი ხე­ვის მმარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. მათი წინა გვა­რი ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი გახ­ლავთ.

ჩუ­ბი­ნი­ძე – ქუ­თა­ის­ში, ჭი­ა­თუ­რა­სა და თბი­ლის­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჩუ­ბი­ნი (ძვ.) – მარ­ჯვე, აუც­დენ­ლად მსრო­ლე­ლი. გი­ორ­გი გი­ორ­გის ძე ჩუ­ბი­ნი­ძე მო­იხ­სე­ნი­ე­ბა სო­ფელ ბოგ­ვში 1871 წელს. ჩუ­ბი­ნი­ძე და ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლი ერთი და იგი­ვე გვა­რა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი.

შა­ლი­კაშ­ვი­ლი – ლან­ჩხუ­თის რა­ი­ონ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან “შა­ლი­კა”. შა­ლი­კაშ­ვი­ლი მსხვი­ლი ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლოა ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მისი წი­ნა­მორ­ბე­დი გვა­რი რო­ჭი­კაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა.

ჩი­ქო­ვა­ნი – წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლოა ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში. “ოვან” ბო­ლო­სარ­თით წარ­მოქ­მნი­ლი გვარ­სა­ხე­ლია. ამ გვა­რის ძირი არის სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი “ჩიქა”. ამა­ვე ძი­რი­საა ჩი­ქა­ვა, ჩიქ­ვა­ნია, ჩიქ­ვი­ლა­ძე, ჩიქ­ვი­ნი­ძე.

ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი – წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო­თა­გა­ნი ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში. კა­ხე­თის ფე­ო­დალ­თა შტო; გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თე­ლა­ვი­სა და ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნებ­ში.

თა­თა­რაშ­ვი­ლი – თა­თა­რაშ­ვი­ლე­ბის ად­რინ­დე­ლი გვა­რი გად­მო­ცე­მით ქავ­თა­რა­ძე ყო­ფი­ლა. ერთ-ერთი ქავ­თა­რა­ძე თათ­რებს მთი­უ­ლე­თი­დან გა­უ­ტა­ცი­ათ. დიდი ხნის შემ­დეგ თავი და­უხ­სნია და მცხე­თა­ში და­სახ­ლე­ბუ­ლა. მის შთა­მო­მავ­ლო­ბას ამის გამო თა­თა­რაშ­ვი­ლო­ბა მი­უ­ღია.

ჩო­ხე­ლი – გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი სა­და­უ­რო­ბის სი­ტყვაა. ჩოხი სო­ფე­ლია მთი­უ­ლეთ­ში. ქა­ლის მი­თხო­ვე­ბა­ზე ჩო­ხელ­თა გვარს უარს ვერ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. ამას რე­ლი­გი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნა ედო სა­ფუძ­ვლად.

წიკ­ლა­უ­რი – წიკ­ლა­უ­რი სა­თე­მო გვა­რია, გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ხევ­სუ­რეთ­ში. მთი­უ­ლეთ­ში წიკ­ლა­უ­რებს უცხოვ­რი­ათ: ათ­ნოხ­ში, ბა­ხან­ში, ბურ­სა­ჭილ­ში, დგნალ­ში, დიხ­ჩო­ში, დო­ლა­ს­ქედ­ში, დუ­მა­ცხო­ში, ზან­დუკ­ში, ლუ­თხუბ­ში, მა­ქარ­თა­ში, სა­ჩა­ლის ჭა­ლა­ში, სა­ჯა­ნა­ან­ში, და თო­თი­ა­ურთ-კარ­ში, ფახ­ვი­ჯა­ში, ჩი­ბა­ურ­ში, ცხვე­დი­ან­ში, ჭო­ჭოხ­ში, ხო­ზა­ში და ჯუ­ღის­ში. გვა­რი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თით­ქმის მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

წი­ფუ­რია – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ჩხო­რო­წყუს რა­ი­ონ­ში. წი­ფუ­რი მეგ­რუ­ლად წი­თელს ნიშ­ნავს. XVII სა­უ­კუ­ნე­ში ამა­ვე სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ყო­ფი­ლა სო­ფე­ლი, სა­დაც კა­თო­ლი­კე მი­სი­ო­ნე­რე­ბი სახ­ლობ­დნენ.

კვი­რი­კაშ­ვი­ლი – სი­ტყვა კვი­რი­კე­დან მო­დის, კვი­რი­კე ბერ­ძნუ­ლად “უფ­ლი­სას” ნიშ­ნავს. კვი­რი­კე ქარ­თულ­ში ძვე­ლი დრო­ი­დან გვხვდე­ბა. არა­ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი პი­რის სა­ხე­ლად მის­გან წა­მო­სუ­ლი გვა­რე­ბია: კვი­რი­კა­ძე, კვი­რი­კაშ­ვი­ლი, კვი­რი­კე­იშ­ვი­ლი, კვი­რი­კი­ძე, კვირ­კვე­ლია.

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

წყარო: https://www.ambebi.ge/

კონკრეტული სტატიის წყარო: https://www.ambebi.ge/article/147970-ipove-sheni-gvari-da-sheni-carsuli-inpormacia-romelsac-sakutar-pesvebze-unda-plobde/?fbclid=IwY2xjawPAazZicmlkETFoZkFQMElWTU5qWklBa3cwc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHj-tnJuS73R7u-KkpCTvzItz4P1Mg4Z6X-yy-9hwSJggTL8-8xNSIPUgVwHp&brid=xNt2TrsAG6PfgtDsYxO93g

By admin2

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *