UFC-ის წლის ბოლო ღონისძიების მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება იყო. ბრძოლა “ქართველი მანქანის” მარცხით დასრულდა. 

  ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, დვალიშვილის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დანა უაითი: “როდესაც ჩვენ ნიუ ჯერსიში ვიყავით და მებრძოლს ვეძებდით, მაშინ მერაბი იმ საღამოს მთავარი მოვლენა იყო. მეტ სერამ მაშინ მითხრა – “ეს ბიჭი განსაკუთრებული მოვლენაა და შენი მსოფლიოს ჩემპიონი გახდება”, საბოლოოდ, ჩვენ მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ და სერა, აბსოლუტურად, მართალი იყო. მერაბი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლია, ვინც ოდესმე შემხვედრია. უნდა ითქვას, რომ მასთან თავიდან კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ ახლა დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი – ყველაფრის გამო, რაც გააკეთა. იანთან დაპირისპირება იყო წარმოუდგენლად მაღალი დონის ბრძოლა. ახლა, რაც ნამდვილად ვიცი ის არის, რომ მერაბს დასვენება სჭირდება, ტრილოგიაზე ფიქრი ჯერ ადრეა”.

By admin2

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *