ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ღამის საათებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას „მედიაპლატფორმა გურია“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცენტრალურ გზაზე მიმავალმა ”BMW”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი ღობეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ”bmw”-ს მარკის ავტომობილში მჯდარი ხუთი მამაკაცი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ”მედალფაში” გადაიყვანა.

კლინიკის ინფორმაციით, წუხელ შემოსულ პაციენტთაგან ერთს ქვედა ყბის მოტეხილობა აღენიშნებოდა და ის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ხოლო დანარჩენი ოთხ პაციენტს მსუბუქი ტრავმები აღენიშნება. ისინი კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას.

By admin2

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This will close in 7 seconds