ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშიში ორი მამაკაცი დააკავეს ექვსი წლის გოგონას გაუპატიურებისა და სახურავიდან გადმოგდების შემდეგ. NDTV-ის ცნობით, ბავშვი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა ნაქირავები სახლის ტერასაზე თამაშობდა, სადაც ეჭვმიტანილები ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ. მისი ცხედარი მოგვიანებით მეზობელ სახლში იპოვეს. მას შემდეგ, რაც ბავშვის მამა პოლიციას დაუკავშირდა, თავდამსხმელების მოსაძებნად სპეციალური ჯგუფები შეიქმნა. მამაკაცები სამრეწველო ზონაში იპოვეს და მათ დაკავების მცდელობისას სამართალდამცავ ორგანოებს ცეცხლი გაუხსნეს. მამაკაცებს ორი პისტოლეტი ჩამოართვეს. თავდამსხმელებმა მოგვიანებით მოინანიეს თავიანთი ქმედებები.

„პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად, ორივე ეჭვმიტანილი ფეხში დაიჭრა. ისინი დაუყოვნებლივ დააკავეს და სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *