“რამოდენიმე თვეა ელენე სკოლაში და სკოლიდან, რუსთავის ავტობუსებით დამყავს. ყოველ დღე ვისმენ მგზავრებისგან, რომ ჩვენ, თბილისელები არ უნდა ავდიოდეთ რუსთავის ტრანსპორტში, რომ ეს ტრანსპორტი მათია. ყოველ დღე, როცა ბავშვს მარტო ვუშვებ ამ ტრანსპორტით, ქალები(!!!!) ედავებიან ბავშვებს(!!!) ჩადით ტრანპსორტიდან, ეს რუსთაველებისთვის არისო. რამოდენიმეჯერ ვიკამათე, ვიჩხუბე, ვცადე ახსნა, რომ ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომ ეს ტრანსპორტი გაჩერებაზე არსებულ განრიგში არის ნაჩვენები, ანუ ნებისმიერ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეც რომ არ იყოს, აქვს უფლება, იმგზავროს ამ ტრანსპორტით-საზოგადოებრივი ტრანსპორტით!!! უკვე მერამდენედ, მძღოლები არ გვიჩერებენ ავტობუსს, უკვე მერამდენე ადამიანი ჩააგდეს ტრანსპორტიდან, არ ვიცი. დაახლოებით 10 დღის წინ, ელენეს კლასელი, რომელიც ორთაჭალაში ცხოვრობს და ამ ტრანსპორტით მგზავრობს, შეაშინეს!!!! ბავშვმა მომიყვა, ერთი ქალი ეუბნებოდა მძღოლს, არ გაუჩერო მაგას გაჩერებაზე, ღირსია, ჩავიყვანოთ რუსთავში და მერე იქიდან წამოვიდესო!! ქალი ეუბნებოდა ამას ხალხნო, ბავშვს აშინებდა, 10 წლის ბავშვს!!! მე არ ვიცი, ვინ ცხოვრობს რუსთავში და სად გაქრა ამ ხალხის მორალი, აქ მორალზე ვერ ვისაუბრებ, რაც არაა, რთულია იმაზე საუბარი! მე მაინტერსებს, სადაა თბილისის მერია, ქალაქ რუსთავის მერია! რატომ არ გვპასუხობს რუსთავის სატრანსპორტო ცხელი ხაზი. გამაგებინეთ, რა საჭიროა თბილისში დადიოდეს ტრანსპორტი, რომელსაც აქვს ვალდებულება, შევიდეს გაჩერებაზე და ტრანსპორტიდან აგდებს ბავშვებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ფონიჭალამდე მიყვება ტრანსპორტს!!!!!!! საქართველოს სახალხო დამცველი, 10 წლის ბავშვს სკოლაში ვუშვებ ქალების იმედად, რამე თუ გაუჭირდა, მიხედავენ-თქო და ეს ქალები, კაცები, ახალგაზრდები ერთ სიტყვასაც არ ამბობენ, რომ ბავშვი დაიცვან, მეტიც, მთელი გზა საყვედურობენ, რომ ტრანსპორტით მგზავრობს!! 10 წლის ბავშვს საყვედურობენ! უკვე მეშინია, რომ მართლა ჩამოაგდებენ ტრანსპორტიდან! მეშინია ამ ამორალური საზოგადოების!” | წერს მოქალაქე ნინო კორძაძე სოციალურ ქსელში.
