Korean School Classroom

სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის, პლან­შე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მსგავ­სად, კერ­ძო სკო­ლებ­შიც აიკ­რძა­ლე­ბა.

სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კერ­ძო სკო­ლებ­ში აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინი­ცი­ა­ტი­ვა, გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტეტ­ზე, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, რიმა ბე­რა­ძემ და­ა­ყე­ნა, რა­ზეც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ შე­ზღუდ­ვა, კერ­ძო სკო­ლებ­ზეც გავ­რცელ­დე­ბა.

“დიახ, რა თქმა უნდა, კერ­ძო სკო­ლე­ბის სეგ­მენ­ტშიც უნდა იყოს. სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ. აქ სა­უ­ბა­რი არაა მხო­ლოდ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე. აქ შე­იძ­ლე­ბა იყოს პლან­შე­ტი, სა­ა­თი და ა.შ.“ – აღ­ნიშ­ნა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ მა­ხა­რაშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით “ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბებს იხი­ლავს. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ერთ-ერთი სი­ახ­ლე არის ის, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა მიერ ელექტრო­ნუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა ზო­გად პი­რო­ბებს და წესს და­ამ­ტკი­ცებს.

ამა­ვე პრო­ექ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო­ში სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა გახ­დე­ბა არა­ნაკ­ლებ 11 წელი და არა­უ­მე­ტეს – 12 წელი. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის და­წყე­ბის ასა­კი 6 წელი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც პირს 15 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით უნდა შე­უს­რულ­დეს. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე სას­კო­ლო ფორ­მის ტან­საც­მლის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის გამო შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბელს, ასე­ვე ზო­გა­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სხვა თა­ნამ­შრო­მელს ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­საქ­მე­ბის უფ­ლე­ბა 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ე­ზღუ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, “ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონს ემა­ტე­ბა ნორ­მა, რომ­ლი­თაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბი­სა და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტეტ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა.

By user23

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *